მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის

მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის

This content is available in its original language. KA

22 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ გალიპოლიში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის!

ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება: 50+ და 65+, ღია და ქალთა შორის.

ასპარეზობაში მონაწილეობს 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე.

საქართველოდან ასპარეზობენ:

  • ალექსანდრე ყაშაშვილი (50+)
  • ზურაბ სტურუა (65+)
  • მიხეილ კეკელიძე (50+)
  • ზაზა ხოფერია (50+)
  • ნონა გაფრინდაშვილი (65+)
  • სოფიო ტერელაძე (50+)
  • ინგა ხურცილავა (50+)
  • სოფიო ნიკოლაძე (50+)

← Back to publications

More from this category