სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა

სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა

This content is available in its original language. KA

29 ოქტომბერს, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა.

ტუნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობს 44 ქვეყნის 1169 მოჭადრაკე.

ჩემპიონატი იმართება 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08, U10, U12, U14, U16, U18

სათამაშო დღეები:

• I–V ტური — 29 ოქტომბერი - 2 ნოემბერი

• დასვენების დღე — 3 ნოემბერი

• VI–IX ტური — 4– 8 ნოემბერი

საქართველოდან ასპარეზობენ:

  • U08 (ჭაბუკები): გიორგი ონიანი
  • U10 (ჭაბუკები): ლაზარე ჩხარტიშვილი, ანდრია ჯახაია
  • U12 (ჭაბუკები): გიორგი წულაია
  • U14 (ჭაბუკები): ანდრია კვირიაშვილი, დავით თათვიძე, ლუკა ქუნთელია
  • U16 (ჭაბუკები): ლუკა კილაძე, ლუკა ხვედელიძე
  • U18 (ჭაბუკები): დენიელ საფაროვი
  • U10 (გოგონები): სარა სალთხუციშვილი, მარიამ რეხვიაშვილი, ლილე სვანაძე
  • U12 (გოგონები): თეა რუსიტაშვილი, მარიამ გიორგაძე, ბარბარე შონია
  • U14 (გოგონები): ბარბარე აშოთია, იოანა ჯოჯუა
  • U16 (გოგონები): ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე, მარიამ კალანდაძე
  • U18 (გოგონები): მარიამ გვათუა

← Back to publications

More from this category