This content is available in its original language. KA
19-21 დეკემბერს, ქ. თბილისში სასტუმრო ბილთმორში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ”ფედერაციის თასი - 2025” ვაჟთა და ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში გაიმართება.
სათამაშო წესები:
დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9ტურად.
დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.
ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
ტურნირში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM) მქონე მოჭადრაკეებს;
- 2025 წლის 14 - 20 წლამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს;
- 2025 წლის 14, 16, 18 და 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონებს სტანდარტულ ჭადრაკში.
- 2025 წლის საქართველოს ჩემპიონებს სენიორთა შორის.
- 20 წლამდე ასაკის (2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულები) ჭაბუკთა და გოგონათა შორის, 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ყველაზე მაღალი ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 2 მოჭადრაკეს. თანაბარი რეიტინგის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა თვის, 1 ნოემბრის ფიდეს რეიტინგი და ა. შ.;
- 1 დეკემბრის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგით თავიანთ ასაკებში მსოფლიო ტოპ ასეულში მყოფ 8 - 12 წლის მოჭადრაკეებს.
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა -https://forms.gle/hDYAJDfPkZ7kUb9h8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 18 დეკემბერი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:
საპრიზო ფონდი - 24000 ლარი:
ვაჟთა შორის - 12000 ლარი:

ქალთა შორის - 12000 ლარი:

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - სალომე სირაძე


