საახალწლო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

საახალწლო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში საახალწლო ღია ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ღია და 8,10,12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში
A) ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოჭადრაკეს
B) 12 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2013 წლის 1
იანვრიდან;
C) 10 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2015 წლის 1
იანვრიდან;
D) 8 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2017 წლის 1
იანვრიდან.

ტურნირის სათამაშო წესები:
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით
ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს
განსაზღვრავს ორგანიზატორი.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/2L69jwBLLJgEAs9EA

საკონტაქტო მობ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 დეკემბრის 19:00 საათი.

ტურნირის განრიგი:

სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს "საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

პრიზები:

  • ყველა კატეგორიის გამარჯვებული სამეული და საუკეთესო მანდილოსანი დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონს ასევე გადაეცემა თასი.
  • ღია ტურნირში ასევე დაჯილდოვდება საუკეთესო შედეგის მქონე ვეტერანი და შშმ პირი, რომლებსაც გადაეცემათ დიპლომი, მედალი და ფასიანი საჩუქარი.

რამოდენიმე ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა 1 უმაღლესი პრიზი.                                                                                                                                                                               

← Back to publications

More from this category