სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 8-18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 8-18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

This content is available in its original language. KA

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15 აპრილს, ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

შეჯიბრება იმართება მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.

ყველა ასაკობრივი კატეგორია იმართება 9 ტურად შვეიცარული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი – წრიული სისტემით 7 ტურად. ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 270-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

შვეიცარული სისტემის თაი-ბრეიქი:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

შვეიცარული ტურნირის განრიგი:

წრიული სისტემის თაი-ბრეიქი:

  1. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
  2. მოგებების მეტი რაოდენობა;
  3. ურთიერთშორის შეხვედრა;
  4. კოიას სისტემა;
  5. თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები.

წრიული ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვი16, 18 წ.
გახსნა15 აპრილი15:45
I ტური15 აპრილი16:00
II ტური16 აპრილი16:00
III ტური17 აპრილი16:00
IVტური18 აპრილი16:00
დასვენების დღე19 აპრილი 
Vტური20 აპრილი16:00
VI ტური21 აპრილი16:00
VII ტური22 აპრილი16:00
დახურვა23 აპრილი20:00

ტურნირში მიმდინარებს 24 დაფის ლაივ ტრანსლაცია (თითიეულ ასაკში 2 დაფა).

10,12,14,16 და 18 წლამდე კატეგორიებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.

ღონისძების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category