ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი

ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 მაისს სასტუმრო ბილტმორში, ლეგენდარული ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ღონისძიება ორ კატეგორიად ვაჟთა და ქალთა შორის ჩატარდა.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ აჭარიდან მონაწილეობდა 3 სპორტსმენი:

  • ნინო ბაციაშვილი
  • კესარია მგელაძე
  • ირაკლი ახვლედიანი

საბოლოო შედეგები:

ქალთა შორის:

I ადგილი - ნინო ბაციაშვილი
II ადგილი - სოფიკო ხუხაშვილი
III ადგილი - მერი არაბიძე

ვაჟთა შორის:

I ადგილი - გიგა ყუფარაძე
II ადგილი - ბაადურ ჯობავა
III ადგილი -ლევან ფანცულაია

ტურნირში იყო სხვადასხვა ნომინაციები:

საუკეთესო სენიორი ქალი - სოფიო ნიკოლაძე
საუკეთესო გოგონათა შორის - ანასტასია კირთაძე
საუკეთესო სენიორი ვაჟი - ზურაბ სტურუა
საუკეთესო ჭაბუკთა შორის - დავით ნემსაძე

დახურვის ცერემონიაზე ნონა გაფრინდაშვილს მიულოცეს დაბადების დღე და გაიხსენეს მისთან დაკავშირებული ისტორიები, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ როლს მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.

ნონა გაფრინდაშვილი - ეპოქა, რომელიც აგრძელებს შთაგონებას!

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:


← Back to publications

More from this category