საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

This content is available in its original language. KA

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, 17-21 ივლისს, ბათუმში გაიმართება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის.

ჩატარების ვადები და ადგილი:

17-21 ივლისი, 2026 წ. ქ. ბათუმი, სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმი”. მის: ლეხ და მარია  კაჩინსკების ქუჩა 5ბ

ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება განახორციელოს წებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.
  • ქალთა ტურნირში 8-ზე ნაკლები მონაწილის შემთხვევაში ვაჟთა და ქალთა ტურნირები გაერთიანდება.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

მონაწილენი და რეგისტრაცია:

 ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები და აქვთ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მონაწილეებს შევსებული უნდა ჰქონდეთ ფედერაციაში გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა  https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უწდა შეავსონ ოწლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/WXnrcn66mGrSX31k8

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივლისის 18:00 საათი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@acf.ge მობ: 599 069497, 558 41 09 04

ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:

  • 1 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
  • 2-3 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
  • ტურნირის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები.

ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი – სალომე მელია

← Back to publications

More from this category