
4 - 6 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდა ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ,,მამია ხარაზის მემორიალი." ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
ორივე კატეგორიაში გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ღია ტურნირში მამია ხარაზის თასის მფლობელი გახდა ეროვნული ოსტატი ჯამბულ მახარაძე, ხოლო 12 წლამდე ჭაბუკთა შორის, გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი - ალექს ტერ-კარაპეტიანი)
ღია (მამაკაცები):
- ჯამბულ მახარაძე
- ზვიად ქამადაძე
- გრიგოლ ვოსკანიანი
ღია (ქალები):
- დეა ბედოშვილი (მწვრთნელი-ლეონიდ ნეურონოვი)
- თინათინ ბერიძე
- დიანა ქუთელია (მწვრთნელი- ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
12 წლამდე ჭაბუკები:
- გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი - ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
- ლუკა მახარაძე (მწვრთნელი - ნინო წიტაიშვილი)
- თამაზ ლომინაძე (მწვრთნელი - სოფიკო ტერელაძე)
12 წლამდე გოგონები:
- ანასტასია გორგილაძე (მწვრთნელი-ლეონიდ ნეურონოვი)
- მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი - თენგიზ დიდმანიძე)
- მარიამ ცეცხლაძე (მწვრთნელი- ლეონიდ ნეურონოვი)
დამატებით ფასიანი საჩუქრები გადაეცათ 8, 10 და 14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე გოგონებსა და ჭაბუკებს, ქობულეთელ მოჭადრაკეებს და ტურნირის უხუცეს მონაწილეს ელგუჯა ანთაძეს.
8 წლამდე ჭაბუკები:
- არსენ საზონოვი (მწვრთნელი - სოფიკო ტერელაძე)
10 წლამდე ჭაბუკები:
- ლუკა მახარაძე (მწვრთნელი - ჯამბულ მახარაძე)
14 წლამდე ჭაბუკები:
- ირაკლი ყურშუბაძე (მწვრთნელი-სოფიკო ტერელაძე)
8 წლამდე გოგონები:
- ანი ყალიჩავა (მწვრთნელი - ამირან მჟავანაძე)
10 წლამდე გოგონები:
- ლულუ დიასამიძე (მწვრთნელი - ამირან მჟავანაძე
14 წლამდე გოგონები:
- ნინო ჟღენტი (მწვრთნელი - ალექსი ტერ-კარაპეტიანი)

მამია ხარაზი იყო აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი (1992-1996 წწ).
მამია ხარაზი. – „ ბიოგრაფია,“,,
( ამონარიდი სიტყვიდან, მწერალთა კავშირში თქმული, მამიკოს წიგნის ,
--„ანა ახმატოვას“ პრეზენტაციის დროს 1994 წელს,,,)
„რაც შემეხება მე,--ჩემი ბიოგრაფია ძალზედ უბრალო არის, ძალიან ბევრი სირთულეებით, წინააღმდეგობებით,,,,
სამი წლის ასაკიდან, შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს რუქა იყო ცნობილი ჩემთვის,,,ნაცვლად ნოხებისა, კედლებზე რუქები იყო გაკრული,,,,
--მე, ბებიის და ბაბუის სახლში ვარ გაზრდილი, ხასან თხილაიშვილის ოჯახში,,,,ის მოღვაწე კაცი იყო, 1918 წელს ქობულეთში გამართულ პლებისციტისას, თურქებმა ზარბაზნის ლულაზე გააკრეს საქართველოს ერთგულებისთვის, შემდეგ შემთხვევამ გადაარჩინა,,, ის იყო, გულო-აღა კაიკაციშვილის დის შვილი, მისი შვილიშვილი ვარ მე,,,,
--- ბებიაჩემი, (დედის მხრიდან), რომელსაც დედას ვეძახოდი ყოველთვის, --უკანასკნელი ხინოწმინდელის , --იოანე ართმელაძის შთამომავალი იყო.
--- მამის მხრიდან, ბებია იყო, საოცრად დიდებული ქალი, დადიანის ქალი იყო,
მისი ძმა, უსუფ --აღა დადიანი, იყო მეუღლე, ჭოლა ლომთათიძის (საზოგადო მოღვაწე) დის, -- სიდონია ლომთათიძის,,,,
--ბაბუაჩემი უსუფ-- აღას , წაყვა პეტერბურგში ჭოლასთან, რომ ნებართვა აეღო,
სიდონიაზე შეუღლებისათვის, იმიტომ რომ ოჯახმა, უარი უთხრა : აჭარელს ვერ
მივცემთ ქალსოო,,,,ხოდააა, ჭოლამ წერილი გაუგზავნა ოჯახს, --თუ ამათ ერთმანეთი უყვართო,ნუ შეუშლით ხელსო....და ამ კინტრიშის ხეობაში, გაზეთი და წიგნი, სიდონიას შეტანილი იყო, ასე შეიძლება ითქვას, ის უკითხავდა ხალხს, ჟურნალ -გაზეთებს, რომელის საქართველოდან შემოდიოდა, ისევ საქართველოს ამ პატარა კუთხეში.
-----აი, ასეთ ტრადიციებზე ვარ გაზრდილი!
--- ბაბუაჩემი ხასან თხილაიშვილი, ლექსებს წერდა, შესანიშნავი ლექსები აქვს, გამოქვეყნებულია ეს ლექსები ,,,,“
https://www.facebook.com/natela.xarazi.7/videos/1909312649341131/?t=19



