მაიას თასის III ეტაპის შედეგები

მაიას თასის III ეტაპის შედეგები

23 აგვისტოს, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com გაიმართა მაიას თასის III ეტაპის გათამაშება.

ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 8 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

საპრიზო ხუთეული შემდეგნაერად გადანაწილდა: I ადგილი - ნიკა ვოლკოვი, II ადგილი - გიგა ყუფარაძე, III ადგილი - ირაკლი ახვლედიანი, IV ადგილი - ნოდარ ლორთქიფანიძე, V ადგილი - ჯაბა ადამია.

შემდეგი ეტაპები გაიმართება:

– IV ტურნირი – 6 სექტემბერი, 14.30სთ
– V ტურნირი – ნახევარფინალური და ფინალური მატჩები მაია ჩიბურდანიძის თასზე – 13 სექტემბერი, 14.30სთ

ონლაინ-ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მოჭადრაკე, რომელთა რეიტინგი აღემატება 2000-ს პუნქტს და ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები