დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის ონლაინ გათამაშება.
ასპარეზობა 3 ეტაპად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენდა.
პირველ ეტაპზე ქალთა შორის 1900<, ხოლო ვაჟთა შორის 2000< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მეორე ეტაპზე - უმაღლესი წოდების მქონე და ეროვნული ნაკრების წევრებიც ჩაერთნენ თამაშში. ეს ეტაპები შვეიცარული სისტემით მიმდინარეობდა.
საბოლოოდ, მეორე ეტაპიდან 1-16 ადგილზე გასული მოჭადრაკეები ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრნენ.
I ეტაპზე დიდი წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა დეა ბედოშვილმა, რომელმაც 9-დან 7 ქულით II ადგილი დაიკავა. დეასთან ერთად II ეტაპზე გადავიდნენ: კესარია მგელაძე, სოფია ანთია და თენგიზ დიდმანიძე.
II ეტაპიდან ტურნირს შეუერთდნენ: სალომე მელია, მირანდა მიქაძე, სოფიკო ტერელაძე, ირაკლი ახვლედიანი და ნოდარ ლორთქიფანიძე. აღსანიშნავია, რომ 16 მონაწილეთა შორის ნოკაუტ ტურნირში მონაწილეობის უფლება ხუთივე მათგანმა მოიპოვეს, მერვედფინალში კი საპრიზო ადგილები დაისაკუთრეს: მირანდა მიქაძემ, სალომე მელიამ, ირაკლი ახვლედიანმა და ნოდარ ლორთქიფანიძემ.
ქალთა ტურნირის საბოლოო შედეგები:
I - მერი არაბიძე
II - სოფიკო ხუხაშვილი
III - ბელა ხოტენაშვილი
IV - ლელა ჯავახიშვილი
V - მირანდა მიქაძე
VI - ინგა ჭარხალაშვილი
VII - სალომე მელია
VIII - ქეთი წაწალაშვილი
ღია ტურნირის საბოლოო შედეგები:
I - მიხეილ მჭედლიშვილი
II - დავით ჯოჯუა
III - ლევან ფანცულაია
IV - ნიკოლოზ კაჭარავა
V - ლუკა პაიჭაძე
VI - კონსტანტინე შანავა
VII - ირაკლი ახვლედიანი
VIII - ნოდარ ლორთქიფანიძე




