საქართველოს ონლაინ ჩემპიონატები 14,18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის - შედეგები 2-ე ტურის შემდეგ

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატები 14,18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის - შედეგები 2-ე  ტურის შემდეგ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com, 6-15 მაისს  მიმდინარეობს საქართველოს ონლაინ ჩემპიონატები 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის .

ტურნირები ტარდება 9 ტურად. 18 წლამდე გოგონათა შორის წრიული, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 25 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით.

შეჯიბრებაში წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 106 სპორტსმენი. აჭარიდან მონაწილეობს 12 მოჭადრაკე.

2-ე ტურის შემდეგ ჩვენებურების მონაგარშია:

  1. მარიამ კალანდაძე - 2
  2. ლულუ დიასამიძე - 2
  3. გიორგი ჭანტურია - 2
  4. დემეტრე გოგიაშვილი - 1
  5. გიორგი გოგიაშვილი - 1
  6. შოთა ცეცხლაძე - 1
  7. მარიამ ცეცხლაძე - 1
  8. ლიზი ქონიაძე - 1
  9. დეა ბედოშვილი - 0 ქულით
  10. ეკატერინე ცივაძე - 0 ქულით
  11. ალექსანდრე მსხალაძე - 0 ქულით
  12. თიკო ბერაია - 0 ქულით

გამარჯვებულები:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის საგზური;

II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური.

III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები