ნანა იოსელიანის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნანა იოსელიანის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 9 – 12 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ნანა იოსელიანის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი სახელობის თასის გათამაშება გაიმართა.

ღია და ქალთა ტურნირები ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. 

ბავშვთა ტურნირები გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად, დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ღია ტურნირის გამარჯვებული გახდა კონსტანტინე შანავა (9-დან 7.5 ქულა), ქალთა შორის - მერი არაბიძე (9-დან 6.5 ქულა), 13 წლამდე ჭაბუკთა შორის - ლუკა კილაძე, გოგონათა შორის - მართა სორდია, 11 წლამდე ჭაბუკთა შორის - გაგა გვასალია, გოგონათა შორის - ბარბარე აშოთია, 9 წლამდე ჭაბუკთა შორის- ნიკოლოზ შანიძე, გოგონათა შორის - ბარბარე ჭიოკაძე.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები