აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება!
ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ
სვლაზე 2 წამის დამატებით.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 03 დეკემბრის 16:00 საათამდე.
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/V4CPceHdgS3YcP2a6
საკონტაქტო ტელ: 599 069497
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა - 3 დეკემბერი 17:30 სთ.
1 ტური - 18:00 სთ. ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების
შემდეგ.
გამარჯვებულები: - I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფულად პრიზებთან ერთად, დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით.
ვაჟთა შორის: ქალთა შორის:
I ადგილი - 150 I ადგილი - 150
II ადგილი - 130 II ადგილი - 130
III ადგილი - 120 III ადგილი - 120
ტურნირში ასევე გათამაშდება საჭადრაკო ვიქტორინა და გამარჯვებულებს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია



