კესარია მგელაძის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

კესარია  მგელაძის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა პოლონეთის კრაკოვში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ღია ტურნირზე "XXXIII Międzynarodowy Festiwal Szachowy CRACOVIA 2022".

ტურნირები ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლით: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში 4 ქართველი ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა:

  • დავით ნემსაძე: A ტურნირში 9-დან 4,5 ქულა დააგროვა და 50 რეიტინგ-ქულა მოიმატა;
  • ანასტასია კირთაძე: B ტურნირში 9-დან 5 ქულა დააგროვა და ქალთა შორის მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა;
  • კესარია მგელაძე: C კატეგორიის ტურნირში 9-დან 7ქულით, ვაჟთა შორის I-III ადგილი გაინაწილა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამასთანავე, სარეიტინგო 64 ქულაც მოიმატა.
  • დავით თათვიძე: C ტურნირში 9-დან 5 ქულა დააგროვა და 80 ქულა მოიმატა რეიტინგში.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები