წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!

წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!

წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, პოლონეთის კრაკოვში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე!

ღონისძიება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი 30 წუთი 30 წამის დამატებით.

ღია ტურნირზე ‘Cracovia 2023’- B ჯგუფში პირველ სამეული მთლიანად საქართველოს წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს!

  • I ადგილი - გიგა გოდერძიშვილო (1954) - 8 ქულა;
  • II ადგილი - გაბრიელ გაბადაძე (1865) - 6,5 ქულა;
  • III ადგილი - კესარია მგელაძე (2038) - 6,5 ქულა;

ასპარეზობაში 18 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის 2 აჭარის წარმომადგენელი იყო. კესარია მგელაძემ 6.5 ქულა დააგროვა, ხოლო ლულუ დიასამიძემ 5.5.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები