კლუბ "აზმაის" გამარჯვებით დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი

კლუბ "აზმაის" გამარჯვებით დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი.
თასის მფლობელი გახდა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის კლუბი "აზმაი" , რომლის შემადგელობაშიც თამაშობდა ბათუმელი მოჭადრაკე - კესარია მგელაძე.

ვერცხლის მედალი მოიპოვა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გუნდმა "ნტნ", მესამე ადგილზე კი ქუთაისის "ქუთაისი" გავიდა.

საკლუბო ჩემპიონატის დახურვაზე გამარჯვებულები ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ დააჯილდოეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 14 000 ლარს შეადგენდა.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები