საქართველოს ჩემპიონატის შედეგები 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჩემპიონატის შედეგები 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”-ს ორგანიზებით, 2-6 ნოემბერს, ქუთაისი საქართველოს პირველობას 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მასპინძლობდა.

ღონისძიება შვეიცარული სისიტემით 7 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 40 წუთი, 10 წამის დამატებით.

ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე. აჭარიდან ასპარეზობდა 2 ნორჩი სპორტსმენი:

  • ევდოკიმოვ იური, მწვრთნელი - ალექსანდრე ევდოკიმოვი (7-დან 5 ქულა) - V ადგილი;
  • შერვაშიძე-კაპანაძე ეკატერინე, მწვრთნელი - თენგიზ დიდმანიძე (7-დან 4 ქულა) - XI ადგილი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, დიპლომებითა და მედლებით.

ჩემპიონებმა, მარიამ მიქაძემ და ალექსანდრე ცხოვრებაძემ შვიდიდან შვიდივე პარტია მოიგეს!

საპრიზო სამეულები:

7 წლამდე ჭაბუკები:

  • I ადგილი - ალექსანდრე ცხოვრებაძე (ქუთაისი; მწვრთნელი - დავით მაღალაშვილი) – 7 ქულა;
  • II ადგილი - ცოტნე ნანავა (ზუგდიდი; მწვრთნელი - გიორგი სართანია) – 6 ქულა;
  • III ადგილი - ცოტნე მურჯიკნელი (ახალციხე; მწვრთნელი - დავით სამსონიძე) – 5,5 ქულა.

7 წლამდე გოგონები:

  • I ადგილი - მარიამი მიქაძე (ქუთაისი; მწვრთნელი - გიორგი მენაბდე) – 7 ქულა;
  • II ადგილი - ანასტასია გვასალია (თბილისი; მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი) – 6 ქულა;
  • III ადგილი - ნატალი მაღლაკელიძე (ქუთაისი; მწვრთნელი - ხათუნა გუბელაძე) – 5 ქულა;
← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები