აჭარის ჩემპიონატის გამარჯვებულები მუნიციპალიტეტების მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის

აჭარის ჩემპიონატის გამარჯვებულები მუნიციპალიტეტების მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 ივნისს, მუნიციპალიტეტების მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის აჭარის ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიების მხარდამჭერი და მასპინძელი იყო სასტუმრო "იბის სტაილს ბათუმი".

ტურნირში მონაწილეობდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი: ბათუმი, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაური. გუნდები შედგებოდა 4 მონაწილისგან. შეჯიბრება ჩატარდა წრიული სისტემით 5 ტურად. დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით.

საბოლოო შედეგები:

I ადგილი - ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდი: ცეცხლაძე ბადრი, ტუნაძე თენგიზი, აბულაძე ვალოდია, ართმელაძე ესმა.

II ადგილი - ქედის მუნიციპალიტეტის გუნდი: თედორაძე მალხაზი, ბერიძე ლაშა, თედორაძე თენგიზი, დუმბაძე ლელა.

III ადგილი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გუნდი: ზოიძე ჯუმბერი, ქართველიშვილი ოთარი, თურმანიძე არჩილი, ლორთქიფანიძე ხათუნა.

IV ადგილი - ბათუმის მუნიციპალიტეტის გუნდი: დიასამიძე დავითი, ჯვარშეიშვილი ნანა, გორგილაძე თამარი, აბაშიძე ნანა.

V ადგილი - შუახევის მუნიციპალიტეტის გუნდი: დავითაძე ფრიდონი, ზოიძე თემური, მუკუტიძე იმედა, დავითაძე მარიკა.

VI ადგილი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გუნდი: ნემსაძე თემური, თურმანიძე ლელა, ცაგარელი გვანცა, ბოლქვაძე მედეა.

საპრიზო სამეული დაჯილდოვდა დიპლომითა და მედლით, ჩემპიონ გუნდს ასევე გადაეცა თასი. ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები