ღია ბლიც-ტურნირი “ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის

ღია ბლიც-ტურნირი “ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის

7 დეკემბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ღია ბლიც-ტურნირი ”ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის გაიმართება.

ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ვაჟთა და ქალთა შორის, ფიდეს წესებით წრიული სისტემით 7 ტურად.

მონაწილენი:

ვეტერანები 50 წლის ზემით.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 6 დეკემბრის 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისთვის საკონტაქტო ნომერი - 599 069 497

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა - 7 დეკემბერი 16:00 სთ.

I ტური - 16:15 სთ. (ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.)

გამარჯვებულები:

I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც სენიორ ვაჟთა, ასევე სენიორ ქალთა შორის, დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით.

I ადგილზე გასულები ასევე დაჯილდოვდებიან თასით.

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.

ტურნირის დირექტორი - საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები